Apple Music-ის Shazam-ის რადიოჩარტების მონაცემებით, საბრინა კარპენტერის საზაფხულო ჰიტი „Espresso“ სეზონზე გლობალური რადიოსადგურების ლიდერი იყო. ხოლო, ყველაზე მეტი სტრიმინგი, ამავე პერიოდში, Apple Music-ზე კენდრიკ ლამარის დისი-ტრეკმა – „Not Like Us“-მა დააგროვა.

კარპენტერის ჰიტები, „Espresso“ და „Please Please Please“, გლობალურად, 21 ივნისიდან 20 აგვისტომდე დროით მონაკვეთში, მეხუთე და მეექვსე ყველაზე მოსმენადი სიმღერა იყო Apple Music-ის პლატფორმაზე. Post Malone-ისა და მორგან უოლენის კოლაბორაციით კი,  „I Had Some Help“-ი, Billboard-ის „ზაფხულის ჰიტების“ სათავეში მოხვდა. ამერიკელი რეპერისა და უოლენის ერთობლივი ნამუშევარი გლობალური რადიოეთერისა და Apple-ის პლატფორმის ტოპ-ხუთ სიმღერაშიც შედის.

რადიოჩარტებისა და Apple Music-ის ანგარიშით, მიმდინარე ზაფხულის გამორჩეულ არტისტებს შორის მოხვდნენ ბენსონ ბუნი – „Beautiful Things“-ით და საბრინა კარპენტერი სიმღერით – „Espresso“. ცნობისთვის, კარპენტერმა „Espresso“, რომელიც მალევე Billboard Global 200-ის სათავეში მოექცა, აპრილში გამოუშვა. ხოლო ივნისში გამოშვებული „Please Please Please“ კარპენტერის პირველი ჰიტი გახდა, რომელმაც Billboard Hot 100-ის პირველი პოზიცია დაიკავა.

გასული სეზონის პოპულარულ ნამუშევრებს შორის ასევე მოხვდა Hozier-ის „Too Sweet“ – მესამე ყველაზე პოპულარული სიმღერა გლობალურ რადიოში – და ბილი აილიშის „Birds of a Feather“ –  ზაფხულის მესამე ყველაზე პოპულარული სიმღერა Apple Music-ზე. წლის გამორჩეულ არტისტებს შორის მოხვდა Shaboozey-იც, სიმღერით – „A Bar Song (Tipsy)“. შემსრულებელი ცნობილი ბიონსეს ალბომ „Cowboy Carter“-ში მონაწილეობით გახდა.

ვრცლად forbes.ge - ზე