ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (American Association of Wine Economists-AAWE) 2022-2023 წლებში, ქვეყნების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ყველის მოხმარების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წინა 2 წლის განმავლობაში, 1 სულ მოსახლეზე ყველის მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი საფრანგეთშია და 26.2 კილოს შეადგენს, მას მოსდევს ისლანდია, ლუქსემბურგი და გერმანია ერთნაირი (24.1 კგ) მაჩვენებლით, შემდეგ კი საბერძნეთი (23.3 კგ).

AAWE-ის მონაცემებით, 21-ე ადგილზეა ბელარუსი 22-ზე - რუსეთი 1 სულ მოსახლეზე 7.3 და 6.7 კილო ყველის მოხმარებით, 27-ზე უკრაინა (3.3. კგ), 31-ზე - თურქეთი (2.1 კგ).

იმ ქვეყნების ათეული, სადაც 1 სულ მოსახლეზე ყველის მოხმარება ყველაზე მაღალია, ასეთია:

ქვეყანა /  ერთ სულ მოსახლეზე ყველის მოხმარება კილოგრამებში

საფრანგეთშია - 26.2 კგ; 

ისლანდია - 24.1 კგ;

ლუქსემბურგი - 24.1 კგ;

გერმანია - 24.1 კგ;

საბერძნეთი - 23.3 კგ;

ფინეთი - 22.4 კგ;

შვეიცარია - 22.1 კგ;

იტალია - 21.7 კგ;

ესტონეთი - 20.7 კგ;

ნიდერლანდები - 19.3 კგ.