Henley & Partners-ის ბოლო კვლევების თანახმად, სუპერმდიდრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საცხოვრებლად სხვა ქალაქებს ირჩევენ.
ამაში მათ მრავალი ფაქტორი ეხმარებათ. მათ შორის „ოქროს ვიზები“ და სხვა შეთავაზებები.
Henley & Partners-მა სიმდიდრის მიგრაციის 2024 წლის ანგარიში მოამზადა.
წარმოგიდგენთ მსოფლიო ელიტის 10 საინტერესო მიმართულებას ანგარიშის მიხედვით:
იაპონია - დამატებით 400 მილიონერი
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტოკიოში COVID-19 პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი მილიონერი გადავიდა საცხოვრებლად. იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება.
პორტუგალია - დამატებით 800 მილიონერი მეცხრე ადგილზეა პორტუგალია. ერმა ახლახან შეიტანა ცვლილებები “ოქროს ბინადრობის“ პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ მიგრანტებს უძრავ ქონებაში ინვესტიციით, მოქალაქეობის მიღება შედარებით გაუჭირდებათ.
პორტუგალიას ბევრი რამის შესთავაზება შეუძლია მილიონერებისთვის. მათ შორის, თბილი კლიმატით დაწყებული, დაბალი სამომხმარებლო ფასებით დამთავრებული.
საბერძნეთი – დამატებით 1 200 მილიონერი
ანგარიშის თანახმად, საბერძნეთი ამ წელს 1200 მილიონერ მიგრანტს მიიღებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მილიონერების უმეტესობა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გადადის, საბერძნეთი შეიძლება არაორდინალური არჩევანი იყოს. ქვეყანამ პოპულარობა სუპერ მდიდრებს შორის საბერძნეთის “ოქროს სავიზო“ პროგრამის წყალობით მოიპოვა.
შვეიცარია - დამატებით 1 500 მილიონერი
შვეიცარიაში ცხოვრების ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც სუპერმდიდრები სიამოვნებით იხდიან. სანაცვლოდ, შვეიცარიელი მილიონერები იღებენ ცხოვრების მაღალ ხარისხს - აყვავებულ ფინანსურ სექტორს და სასარგებლო საგადასახადო კანონებს.
იტალია – დამატებით 2 200 მილიონერი
დაახლოებით 2200 მილიონერი აპირებს გადასახლებას იტალიაში. განსაკუთრებით პოპულარული იქნება ლიგურიის და ლომბარდიის რეგიონები. იტალიის საგადასახადო რეჟიმები ძალიან ხელსაყრელია სუპერ მდიდრებისთვის. ის მილიონერებს და მილიარდერებს, რომლებიც ფულს საზღვარგარეთ შოულობენ, ქვეყანაში ცხოვრების სანაცვლოს 100,000 ევროს ოდენობის ერთჯერად გადასახადს და სხვა დივიდენდებს სთავაზობს.
ამას დაუმატეთ იტალიის ცხოვრების მაღალი ხარისხი, შესანიშნავი ამინდი, მსოფლიოში ცნობილი სამზარეულო და ადვილი მისახვედრია, რატომ იზიდავს ამდენ მილიონერს მისი ნაპირები.
ავსტრალია – დამატებით 2 500 მილიონერი
ავსტრალია მილიონერებისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი გახდა. Henley & Partners-ის თანახმად, მილიონერების რიცხვი, რომლებიც მოსალოდნელია, რომ წელს ქვეყანაში საცხოვრებლად გადავლენ, 2 000-ს ბევრად გადასცდება.
განიხილება, რომ ავსტრალია არის პოლიტიკურად სტაბილური თავშესაფარი, რომელიც გთავაზობთ კარგ ჯანდაცვას, კრიმინალის დაბალ მაჩვენებელს და სხვას.
კანადა – დამატებით 3 200 მილიონერი
კანადა დიდი ხანია არის მდიდრების ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის, განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში.
ქვეყნის ლიბერალური ეკონომიკა, ძლიერი სამართლებრივი სისტემა, სუფთა ქუჩები და მზიანი ცა მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.
მილიონერების მიგრაციის მთავარი სამიზნეები ტორონტო და ვანკუვერია, თუმცა Henley & Partners იტყობინება, რომ კალგარი სწრაფად უერთდება მათ რიგებს.
სინგაპური – დამატებით 3 500 მილიონერი
სანამ COVID-19-ის გამო საზღვრებს ორი წლით დახურავდა, სინგაპურმა მიიღო 1 500 ახალი მილიონერი. ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა პანდემიის კვალდაკვალ და მოსალოდნელია, რომ წელს დამატებით 3 500 მილიონერი გადასახლდება. Henley & Partners ასევე აღნიშნავენ, რომ სინგაპური არის ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ამ მიმართულებით.
აშშ – დამატებით 3 800 მილიონერი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ამერიკელმა მილიარდერმა შეიძლება განიხილოს საზღვარგარეთ გადასვლა, აშშ ჯერ კიდევ მიმზიდველია ულტრამდიდრებისთვის. ის არა მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი ტექნიკური ცენტრია, არამედ ხდება უფრო მიმზიდველი ადგილი მდიდარი პენსიონერებისთვის. ამ მხრივ ყველაზე პოპულარულია ფლორიდა.
მხოლოდ 2019 წელს აშშ-ში 10 800 მილიონერის მიგრირება მოხდა. ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ამერიკაში 3 800 მილიონერი გადავა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები - დამატებით 6 700 მილიონერი
სიის სათავეში მესამე წელია არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) ლიდერობს. მოსალოდნელია, რომ ის 2024 წლის ბოლომდე 6 700 მილიონერს მიიღებს.
ქვეყანა უკვე დიდი ხანია არის მაგნიტი მილიონერებისთვის. 2022 წელს დადგინდა, რომ საემიროებში საცხოვრებლად 35000 მილიონერი გადავიდა.
Henley & Partners აღნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადასვლას დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან.
საიდან გარბიან მილიონერები?
- შემდეგი 10 ქვეყნისთვის ტენდენცია სასიხარულო ნამდვილად არ არის.
- ბევრი კარგავს სუპერ მდიდარ მოქალაქეებს. ფაქტორებს შორის მოიაზრება უსაფრთხოების დაბალი სტანდარტები, მიუღებელი პოლიტიკა, გადასახადები და სხვა.
- მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ულტრამდიდრები გავლენ შემდეგი ქვეყნებიდან:
- ვიეტნამი და ნიგერია- 300-ით ნაკლები მილიონერი
- ტაივანი - 400-ით ნაკლები მილიონერი
- სამხრეთ აფრიკა - 600-ით ნაკლები მილიონერი
- ბრაზილია - 800-ით ნაკლები მილიონერი
- რუსეთის ფედერაცია - 1 000-ით ნაკლები მილიონერი
- სამხრეთ კორეა – 1 200-ით ნაკლები მილიონერი
- ინდოეთი – 4 300-ით ნაკლები მილიონერი
- დიდი ბრიტანეთი – 9 500-ით ნაკლები მილიონერი
- ჩინეთი – 15 200-ით ნაკლები მილიონერი