ძვირად ღირებული მანქანების მწარმოებელმა Rolls-Royce-მა განაცხადა, რომ 2023 წელი რეკორდული გაყიდვების წელი იყო და დაფიქსირდა მზარდი მოთხოვნა ელექტრო Spectre მოდელზე. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

BMW-ს მფლობელობაში მყოფმა Rolls-Royce-მა 2023 წელს მომხმარებელს 6032 მანქანა მიაწოდა, რაც 2022 წლის კომპანიის რეკორდს (6021 გაყიდული ავტომობილი) აღემატება.

გაყიდვების დიდმა მოცულობამ განაპირობა მოთხოვნა Cullinan-ის, Ghost-ის და Phantom-ის მოდელებზე, ისევე როგორც ელექტრო Spectre მოდელზე.

Rolls-Royce-ის გაყიდვები ყველაზე დიდი იყო აშშ-ში, ავტომწარმოებლის უდიდეს ბაზარზე, რასაც მოჰყვა ჩინეთი და ჰონგ კონგი, სადაც მოთხოვნა Covid-19-ის შეზღუდვების გვიან მოხსნის შემდეგ დაეცა.

გაყიდვებმა ევროპაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ასევე რეკორდული ზრდა განიცადა.

კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ბრაუნიჯმა განაცხადა, რომ „განსაკუთრებით სასიხარულოა Spectre-ს მიმართ უზარმაზარი ინტერესი და მოთხოვნა, რომელიც ამყარებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ განავითარონ ელექტრომობილების მიმართულება.