რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი The New York Times-ში გამოქვეყნებულ მარკ რუტეს ინტერვიუს გამოეხმაურა.
"როგორც ჩანს, მარკ რუტეს ბავშვობაში ხშირად ჩაგრავდნენ. ამიტომაც აქვს პანიკური შიში, რომ NATO-ს, ევროპას ან თავად მასს ვინმე თავს დაესხმევა.
NATO-ს გენერალური მდივნის მსჯელობები პეკინი და მოსკოვის შესაძლებლობების შესახებ საშიშად გავს ნაბახუსევზე მყოფი ადამიანის ემოციებს". – დაწერა სოციალურ ქსელში კარასინმა.
მარკ რუტეს კარასინამდე რუსეთის უშიშროების საბჭოდანაც უპასუხეს.
მანამდე გენერალურმა მდივანმა, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო გაძლიერების რისკებზე ილაპარაკა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ თუ ჩინეთი ტაივანთან ძალას გამოიყენებს, ჩინეთი რუსეთს სთხოვს ყურადღების გადასატანად ნატოს თავს დაესხას.
"უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში ვგულისხმობ რუსეთს, რომელიც ძლიერდება ისეთი სისწრაფით, როგორიც უახლეს ისტორიას არ ახსოვს. ახლა ისინი აწარმოებენ 3 თვეში, 3-ჯერ მეტ ტყვია-წამალს, ვიდრე NATO-ს ქვეყნები 1 წელიწადში.
რუსეთი ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან ერთად აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ". – თქვა რუტემ ინტერვიუში.