ნავთობზე მოთხოვნა პერსპექტივაში 2050 წლამდე შემცირდება, თუმცა გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში მინიმუმ მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში, – პროგნოზირებს BP plc.
ენერგეტიკული ანალიზის ახალ ვერსიაში კომპანია ორ სცენარს იყენებს: „მიმდინარე ტრაექტორია“ და „2 გრადუსზე დაბლა“.
პირველი სცენარის მიხედვით, 2050 წლისთვის CO2-ის გამოყოფა დაახლოებით ერთი მეოთხედით შემცირდება 2023 წლის დონესთან შედარებით; მეორე სცენარის მიხედვით, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამკაცრების გამო, ემისიების შემცირება 90%-ით არის მოსალოდნელი.
„ნავთობზე გლობალური მოთხოვნა ამ ათწლეულის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ძირითადად სტაბილიზდება და შემდეგ კვლავ გააგრძელებს კლებას, რაც საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენების შემცირებით იქნება განპირობებული“, - ნათქვამია კვლევაში.