ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი არ შეცვლილა – 0,00 – 1,49 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა - 0.01 – 1,49 ევროთი/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
30 იანვრის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,12 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.26 ევროს, დიზელის საწვავი - 1,94 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,92 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,08 ევროს, დიზელის საწვავი - 1,89 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,77 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.87 ევროს, დიზელის საწვავი - 1.85 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,52 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,56 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,67 ევრო, დიზელის საწვავი - 0,66 ევროს.