რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა სლ 623-მა დეპუტატმა მიიღო. აქედან მეცოლას კანდიდატურას მხარი 562-მა დელეგატმა დაუჭირა. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის სულ 2 კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი ირენ მონტერო.