სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ვაშინგტონში ამერიკელ მილიარდერს, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს შეხვდა. ამის შესახებ სლოვაკეთის მედია იუწყება.

მასკთან შეხვედრის შესახებ საუბრისას სლოვაკეთის პრემიერმა ის დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში“.

ფიცომ თქვა, რომ მასკთან შეხვედრაზე ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შესახებ და შეთანხმდა „ინფორმაციის გაცვლაზე, სადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია“.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ტარიფები, რომელთა შემოღებაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს და რა შედეგები ექნება ამას ევროკავშირისა და სლოვაკეთისთვის.

ფიცომ განაცხადა, რომ არ ელოდება მასკის ვიზიტს სლოვაკეთში მისი დატვირთული გრაფიკის გამო, ამიტომ მიიწვია მასკის გუნდის წევრები სლოვაკეთის საინვესტიციო კლიმატის გასაცნობად.

წყარო: 1 არხი