სამთო–მომპოვებელი კომპანია Rio Tinto აღარ განიხილავს Glencore-თან შესაძლო შერწყმას ან სხვა ბიზნეს–კომბინაციას, – ნათქვამია Rio Tinto-ს განცხადებაში.
Rio Tinto-მ დაადგინა, რომ მას არ შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც მის აქციონერებს ღირებულებას შეუქმნის. კომპანიამ შეაფასა შერწყმის შესაძლებლობა და უარი თქვა მის განხორციელებაზე, გაითვალისწინა გრძელვადიანი ღირებულების პრიორიტეტი და აქციონერებისთვის მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა, – აღნიშნულია მის შეტყობინებაში.
Glencore-მა განაცხადა, რომ Rio Tinto-სთან შერწყმის პირობებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.