ფრანგულმა ავტომობილების მწარმოებელმა Renault SA-მ 2024 წელს გაყიდვები 1,3%-ით გაზარდა და 2,264,815 ავტომობილს მიაღწია, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
კერძოდ, Renault-ის მარკის ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა 1,8%-ით და გადააჭარბა 1,577 მლნ ერთეულს, Dacia- 2,7%-ით, 676,34 ათასამდე, Alpine- 5,9%-ით, 4585-მდე.
კომპანიის გაყიდვები ევროპაში 3,5%-ით გაიზარდა და 1,599 მილიონი ავტომობილი შეადგინა. ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ბრაზილიაში (10.3%) და სამხრეთ კორეაში (თითქმის 81%).
2025 წელს Renault გეგმავს ბაზარზე 7 მოდელის გამოშვებას, მათ შორის Renault 4 E-Tech electric, Dacia Bigster, Alpine A390 და Mobilize Duo & Bento.
ხუთშაბათს ვაჭრობაში რენოს აქციები 3,9%-ით გაიზარდა. ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია გაიზარდა 43,5%-ით (13,8 მილიარდ ევრომდე), ხოლო ფრანგულმა საფონდო ინდექსმა CAC 40-მა 2,5%-ით მოიმატა.