"მწვანე გაუპარსავმა ჩმორმა განაცხადა, რომ 9 მაისს სამდღიანი ზავის შესახებ პუტინის შემოთავაზებას უარყოფს და მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პირობას ვერ დადებს. მაგის გარანტიებს ვინ ეძებს? უბრალოდ სიტყვიერი პროვოკაციაა. არაფერი ამაზე მეტი. "გნიდა" ხვდება, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში ვერავინ გასცემს გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი გათენდება," - წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება  9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას "თეატრალური დადგმა" უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გამოცემა Интерфакс-Украина იტყობინება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი რეალური ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის ნამდვილად მზად არის, "ამერიკულ სტრატეგიას უნდა დაუჭირონ მხარი და 30 დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ".

"ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ეს არის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა შემოგვთავაზებს. ჩვენ მას მივდევთ. ამ თარიღით ან სხვა თარიღით - სასურველია, უფრო ადრე. ასე რომ, მოდით, 30 დღით ვცადოთ. რატომ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით? რადგან შეუძლებელია სამ, ხუთ, შვიდ დღეში რამეზე შეთანხმება.".

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ხარისხიანი მონიტორინგის გარეშე შეუძლებელია.

"ეს უფრო მეტად თეატრალური დადგმაა მისი მხრიდან. რადგან ორ-სამ დღეში ომის დასრულების შესახებ შემდგომი ნაბიჯების ნებისმიერი გეგმის დასახვა შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ ჩანს, რომ ეს არ არის ძალიან სერიოზული, არამედ ძალიან არასერიოზულია. არავინ აპირებს, რომ პუტინს დაეხმაროს და ითამაშოს, რათა 9 მაისს პუტინს იზოლაციიდან გამოსვლის მსუბუქი ატმოსფერო შეუქმნას და ყველამ, იმ ლიდერებმა, პუტინის მეგობრებმა ან პარტნიორებმა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მივლენ, თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობს. ჩვენ ან უბრალოდ ვართ ომში ან პუტინი აჩვენებს, რომ ის ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, რაც ომის დასრულების პირველი ნაბიჯია. ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ პირველ, სამ, ხუთ [მაისს]. თუ მას 7 [მაისი] სჭირდება თარიღად, ჩვენთვის სულერთია. 7 [მაისიდან] 30 დღის განმავლობაში". - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსულმა გამოცემა РБК-მ ცოტა ხნის წინ იმ ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან.

  • ვინ ჩავა 9 მაისს მოსკოვში პუტინის აღლუმზე РБК-ს მიხედვით?

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8-დან 11 მაისის ჩათვლით, 9 მაისის 80-წლისთავთან დაკავშირებით, რუსული მხარე ფრონტის ხაზზე ცეცხლს შეწყვეტს.

რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 30 საათის განმავლობაში 2935-ჯერ დაარღვიეს.

პუტინის დაპირებას უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ:

"რა საჭიროა 8 მაისამდე მოცდა? თუ უკვე ცეცხლის შეწყვეტა და სიჩუმის ნებისმიერი 30 დღით შენარჩუნება შესაძლებელია – ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა აღლუმთან დაკავშირებული ჟესტი".

გარდა ამისა, განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც:

"პრეზიდენტი (პუტინი) ჰუმანიტარული ხასიათის მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს კეთილი ნება".

ზელენსკი ამ სიტყვებით ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8-დან 11 მაისის ჩათვლით, 9 მაისის 80-წლისთავთან დაკავშირებით, რუსული მხარე ფრონტის ხაზზე ცეცხლს შეწყვეტს.