ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რა პროფესიას ეუფლებოდნენ და რა თვისებებს ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები? მათი სია საკმაოდ ვრცელია და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა მათგანმა სწავლა მიატოვა კიდეც.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ხუთ უმდიდრეს ადამიანს (Forbes Real-Time-ის მიხედვით), რომლებიც ცნობილები არიან არა მხოლოდ თავიანთი სიმდიდრით, არამედ მნიშვნელოვანი საქმიანობითა და გლობალური გავლენითაც.

საინტერესოა, რა განათლება აქვთ მიღებული მათ?

ილონ მასკი

ილონ მასკი რამდენიმე წამყვანი კომპანიის - Tesla-ს, SpaceX-ის და X-ის (ყოფილი Twitter), აღმასრულებელი დირექტორია. ის ასევე ცნობილია მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელობით, რომელის მიზანიც იყო ზედმეტი ხარჯებისა და რეგულაციების შემცირება. მასკმა დეპარტამენტი რამდენიმე თვის წინ დატოვა.

ბოლო მონაცემებით (Forbes) მისი წმინდა ქონება 430.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება განათლებას, მას აქვს ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან და ეკონომიკის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლიდან.

კოლეჯში სწავლის პერიოდში ილონ მასკმა ორი სტაჟირება გაიარა და სტენფორდის უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის პროგრამაზე ჩაირიცხა, თუმცა სწავლა შუა გზაზე მიატოვა და სამსახურის ძებნა დაიწყო.

ლარი ელისონი

Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი, ამჟამად მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია 272,3 მილიარდი დოლარის წმინდა ქონებით. ილონ მასკი მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანს უწოდებს.

ლარი სწავლობდა ჩიკაგოს და ილინოისის უნივერსიტეტებში, მაგრამ ხარისხი არ დაუცვია, რადგან სწავლა მანაც მიატოვა.

მარკ ცუკერბერგი

მარკ ცუკერბერგი მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანია, რომლის წმინდა ქონება 256 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის არის Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის კონგლომერატია.

მარკ ცუკერბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ მოგვიანებით სწავლა მიატოვა, რათა მეწარმეობაზე ორიენტირებულიყო.

სკოლაში სწავლის პერიოდში მან მათემატიკაში მრავალი ჯილდო მოიპოვა და ცნობილია, რომ მათემატიკაში ფენომენალური მონაცემები აქვს.

ჯეფ ბეზოსი

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება 246.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მეოთხე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

ჯეფ ბეზოს ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. უნივერსიტეტი მსოფლიოში 22-ე საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება.

ლარი პეიჯი

ლარი პეიჯი Google-ის თანადამფუძნებელია. მისი ქონება ამჟამად 193.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის მსოფლიოში მეხუთე უმდიდრესი ადამიანია.

ლარიმ მიჩიგანის უნივერსიტეტი დაამთავრა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობით და ასევე მიიღო კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

წყარო: ndtv.com  bpn.ge