Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. 

გამოცემის 2024 წლის რეიტინგში 2781 მილიარდერია ( გასულ წელთან შედარებით 141-ით მეტი). მათი კოლექტიური ქონება $14.2 ტრილიონს აღწევს.

ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს (813 მილიარდერი).  მათი საერთო ქონება $5.7 მილიარდს უტოლდება.

TOP 10 ქვეყანა მილიარდერთა რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ამერიკის შეერთებული შტატები – 813 მილიარდერი ($5.7 ტრილიონი)
  • ჩინეთი – 406 მილიარდერი ($1.3 ტრილიონი)
  • ინდოეთი – 200 მილიარდერი ($954 მილიარდი)
  • გერმანია – 132 მილიარდერი ($644 მილიარდი)
  • რუსეთი – 120 მილიარდერი ($537 მილიარდი)
  • იტალია – 73 მილიარდერი ($302 მილიარდი)
  • ბრაზილია – 69 მილიარდერი ($231 მილიარდი)
  • კანადა – 67 მილიარდერი ($315 მილიარდი)
  • ჰონგ-კონგი – 67 მილიარდერი ($330 მილიარდი)
  • გაერთიანებული სამეფო – 55 მილიარდერი ($225 მილიარდი)