„გენტსა“ და „მიოლდეს“ შორის კონფერენს ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

უეფა-მ შეხვედრაზე გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა, რომლის ასისტენტებადაც დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იმუშავებენ, მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება, ხოლო ვიდერეფერის ფუნქციებს ალეკო აფციაური და ბაკურ ნინუა შეასრულებენ.

კონფერენს ლიგის მეორე ტურის შეხვედრა „გენტსა“ და „მიოლდეს“ შორის ბელგიაში, „გელამჰო არენაზე“ 24 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმისა“ და „სპორტინგის“ (0:2) მატჩი, გიორგი ყრუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი მსაჯების ბრიგადამ განსაჯა – ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველმა მსაჯებმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩი განსაჯეს.

1tv.ge