ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ამას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ. ამის შესახებ დღეს ვიმსჯელეთ, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის და არის რაღაცები, რაც შეგვიძლია კიდევ განვიხილოთ. რაც შეეხება [დიპლომატებისთვის] ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ეს გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს და ახლა შიდა წესებში ეს წევრებმა თავად უნდა დანერგონ. ამ კუთხით ევროპა ასე მუშაობს“, - განაცხადა კაია კალასმა.

ipn.ge