პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა, ერთ-ერთ მოადგილედ კი ნათესავი დანიშნა. ამის შესახებ Reuters წერს.
სააგენტო წერს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის ერთ მოადგილედ ანა ცივილევა დანიშნა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, პუტინის ბიძაშვილის ქალიშვილია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელუსოვის პირველი მოადგილე ლეონიდ გორნინი იქნება. ასევე, თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხეილ ფრადკოვის უმცროსი ვაჟი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პაველ ფრადკოვი გახდება.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრს 10-ის ნაცვლად 12 მოადგილე ეყოლება.