შემოღებული ახალი, ძალიან მკაცრი სანქციები ჩვენი უმსხვილესი ნავთობკომპანიების, Lukoil-სა და Rosneft-ის წინააღმდეგ. ეს ანკორიჯში გამართული შეხვედრიდან ორი-სამი კვირის შემდეგ მოხდა. პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] გაკვირვებული დარჩა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ანკორიჯში იმ განწყობით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, რომ რუსეთმა უკრაინის კრიზისის მოწესრიგების შესახებ აშშ-ს წინადადებას მხარი დაუჭირა.

„ამის შემდეგ ველოდით, რომ აშშ დაადასტურებდა - რადგან ეთანხმებით ჩვენს წინადადებას, მოდით რამე გამოვაცხადოთ, კონფერენცია მოვიწვიოთ, რამეს ხელი მოვაწეროთ, მშვიდობის საბჭო შევკრიბოთო, მაგრამ მოულოდნელად Lukoil-სა და Rosneft-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს“, - თქვა ლავროვმა