ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა. შეგახსენებთ, ფრანგულმა კლუბმა „ნაპოლის“ გარემარბის დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სცადა.

როგორც რომანო წერს, „ნაპოლის“ ახალი კონტრაქტი ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება და ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის. მისივე ცნობით, პარალელურად იტალიური კლუბი „პარი სენ-ჟერმენთან“ ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალებზეც საუბრობს. მათ შორის განიხილება კვარაცხელიას „პსჟ“-ში მილან შკრინიარისა და დამატებითი თანხის სანაცვლოდ გადასვლა. ტრანსფერის დახურვა ახლა „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული.

შეგახსენებთ, დეკემბერში Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროთი, 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენს სთავაზობენ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ნაპოლის“ პარიზელები.

ცნობისთვის, 2024/25 წლების სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაში ხუთი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

forbes.ge