ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის განცხადებით, მომიტინგეებმა საპროტესტო აქციებით მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის რეჟიმი.
მან მომიტინგეებს კიდევ ერთხელ მიმართა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„დღეს მსოფლიო თქვენი ეროვნული რევოლუციის გვერდით დგას და თქვენს გამბედაობას აფასებს. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს მამაცობას. მან განაცხადა, რომ მზად არის, დაგეხმაროთ. არ დატოვოთ ქუჩები. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენ გვერდით ვიქნები“, – განაცხადა ფაჰლევიმ.
ნისივე ინფორმაციით, ირანს აღარ ჰყოფნის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მილიონობით დემონსტრანტს წინააღმდეგობას გაუწევენ.
„მომივიდა საიმედო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ისლამური რესპუბლიკა მძიმე დეფიციტის წინაშე დგას. ამ დრომდე ბევრმა შეიარაღებულმა და უსაფრთხოების ძალებმა დატოვეს სამუშაო ადგილები ან არ დაემორჩილენ ბრძანებებს“, – ამბობს რეზა ფაჰლევი.
დასავლური მედია წერს, რომ ირანში ინტერნეტის გათიშვა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფაჰლავის გზავნილზე წვდომას.