ქარიშხალ „კრისტინის“ შედეგად, პორტუგალიაში 800 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მედიის ცნობით, სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ ტერიტორიები დააზიანა.

არაერთ დასახლებაში ქარიშხალმა ხეები მოგლეჯა, დააზიანა საავტომობილო და სარკინიგზო გზები. პორტუგალიის საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, სტიქიის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „როიტერი“ წერს, პორტუგალიის შემდეგ ქარიშხალმა „კრისტინმა“ ესპანეთის მიმართულებით გადაინაცვლა.

1tv.ge