პორტუგალია ტყის ხანძრებს ებრძვის. ხელისუფლების ცნობით, ამჟამად მატერიკზე 90-მდე აქტიური ხანძარია.

Oliveira de Azemeis-სა და Albergaria a Velha-ში ცეცხლი თითქმის კონტროლის ქვეშ მოექცა. Pessegueiro do Vouge-ში კერა კვლავ აქტიურია, ადგილზე 500-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.

ხანძარი დიდი ინტენსივობით იწვის კასტრო დაირას მუნიციპალიტეტში, სადაც დამატებითი ძალებია მობილიზებული. ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, ჩართულია 100-ზე მეტი ტექნიკა.

ხანძრის კერა ჯერ კიდევ აქტიურია არუკაში, სადაც 230 მეხანძრე ცდილობს ხანძრის გავრცელების თავიდან აცილებას.

ვრცლად euronews – ზე