ძვირად ღირებული სპორტული მანქანების და ჯიპების გერმანული მწარმოებლის Porsche-ს მოგება 2024 წელს წლიურად 30,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 3,6 მილიარდი ევრო შეადგინა, ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ავტომწარმოებელმა დიდი ზარალი ახსნა მოდელების განახლების მაღალი ხარჯებით და ჩინეთში გაყიდვების მკვეთრი ვარდნით. საოპერაციო მოგება (EBIT) დაეცა 22.6%-ით და 5.64 მილიარდი ევრომდე იყო. შემოსავალი შემცირდა კიდევ უფრო მკვეთრად, 30%-ით და 3.95 ევრო შეადგინა პრივილეგირებულ აქციაზე. 2023 წელს პორშეს მოგებამ დაახლოებით 5,2 მილიარდი ევრო შეადგინა.
Porsche-ს მიწოდება 2024 წელს 3%-ით შემცირდა და დაახლოებით 310,700 ავტომობილი შეადგინა. ჩინეთში ეს მაჩვენებელი 28%-ით დაეცა.
„2024 წელს Porsche-მ დაამტკიცა, რომ ჩვენ ძალიან მომგებიანი და ფინანსურად გამძლეები ვართ რთულ დროსაც კი“, - თქვა ახალმა ფინანსურმა დირექტორმა იოხენ ბრეკნერმა. თუმცა, მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ავტომწარმოებელი უფრო ფრთხილი გახდება.
Porsche წელს გეგმავს დაახლოებით 800 მილიონი ევროს ინვესტირებას, ხოლო გაყიდვები სავარაუდოდ 39-დან 40 მილიარდ ევრომდე იქნება.