პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ხელშეკრულების გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

პოლონეთის მხრიდან სამუშაოებს კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe განახორციელებს, რომელსაც მანამდე შესაბამისი ნებართვა მიეცა.

პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური პომერანიაში (ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორია) განთავსდება. მისი მშენებლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, პირველი ბლოკის ექსპლუატაციაში გაშვება კი 2033 წელს იგეგმება.

პოლონეთი სულ 3 ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, რომელიც მთელი ენერგიის დაახლოებით 30%-ს გამოიმუშავებს.