ფრნგულის „ბრივის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ზაფხულში კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
„ვადასტურებ, რომ „ბრივში“ სეზონის ბოლომდე დავრჩები და ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. ამ კლუბს ძალიან კარგი გულშემატკივარი ჰყავს და იმსახურებს, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. აქ გატარებული დრო ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება.
აქვე შემიძლია ვთქვა, რომ კლუბიდან წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჩავიბარებ. ამ ქვეყნის რაგბის კავშირთან კონტრაქტი ჯერ ოფიციალურად არ გამიფორმებია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ივლისიდან საქართველოს ნაკრებს ნამდვილად შევუერთდები.“