ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer Inc-მა გაყიდა თავისი დარჩენილი წილი – 7,3% ბრიტანულ ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისა და პირადი მოვლის საშუალებების მწარმოებელ კომპანია Haleon-ში 2,5 მილიარდ ფუნტად (3,25 მილიარდი აშშ დოლარი), იუწყება MarketWatch.

სულ 618 მილიონი აქცია გაიყიდა 385 პენსად თითო აქცია, რაც 1.6%-ით ნაკლებია სამშაბათს მათი დახურვის ფასთან შედარებით. Haleon–მა იგივე ფასად იყიდა Pfizer-ისგან საკუთარი 44 მილიონი აქცია - დაახლოებით 170 მილიონი ფუნტად.

interfax