ბრაზილიურმა Petrobras-მა და ფრანგულმა TotalEnergies-მა ნამიბიის შელფზე ნავთობის საძიებო პროექტში 42.5%-იანი წილი შეიძინეს, – ინფორმაცია Petrobras–მა გაავრცელა.

აქციები შეძენილი იქნა Eight Offshore Investment Holdings-ისა და Maravilla Oil & Gas-ისგან. პროექტის ოპერატორი TotalEnergies გახდება.

Eight-ი პროექტში 5%-იან წილს შეინარჩუნებს, ხოლოკიდევ 10%–ს ნამიბიის ეროვნული ნავთობკორპორაცია Namcor-ი  ფლობს.

ლიცენზიის ტერიტორია მდებარეობს ლუდერიცის აუზში და მოიცავს დაახლოებით 11 000 კვადრატულ კილომეტრ ფართობს ნამიბიის შელფზე.

ვრცლად interfax – ზე