კომპანია Wimm-Bill-Dann (WBD), რომელიც აერთიანებს PepsiCo-ს რძის პროდუქტების აქტივებს რუსეთში, 2023 წელს 8,8 მლრდ რუბლის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2,6-ჯერ მეტია 2022 წელთან შედარებით. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
შემოსავალი 10%-ით 117,17 მლრდ რუბლიდან - 128,8 მლრდ რუბლამდე გაიზარდა და ეს არის ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ბოლო წლების განმავლობაში.
„ინტერფაქსი“ წერს, PepsiCo-ს კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, PepsiCo Holdings-ის (გამაგრილებელი სასმელების წარმოება) წმინდა მოგება 36,79 მლრდ რუბლიდან 34,578 მლრდ რუბლამდე შემცირდა, მაგრამ შემოსავლების მაღალი - 12,1%-იანი ზრდის ტემპები აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა სურსათისა და სასმელების კომპანია PepsiCo-მ რუსეთში, ნოვოსიბირსკთან ახლოს, საჭმლისა და მარილიანი ხემსის წარმოების ახალი ქარხანა აამუშავა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 60 000 ტონა იქნება.
უკრაინული მედია წერს, რომ, სურსათისა და სასმელების მწარმოებლებს შორის, 2023 წელს რუსეთში ყველაზე მეტი - $4,6 მლრდ-ზე მეტი მოგება PepsiCo-მ მიიღო. ეს კომპანია ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს, კერძოდ Pepsi-ს, 7UP-ს, Mirinda-ს, Садочок-ს, Sandora-ს, Славяночка-ს, Чудо-ს, Lays-ს, Хруст Team-ს, Doritos-ს, Cheetos-ს, Агуша-ს, Evervess-ს, Aqua Minerale-ს, Марийка-ს.