ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საქართველოში ფრენებს სტამბოლიდან, ანკარიდან და ანტალიიდან განახორციელებს.

ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე Pegasus Airlines-ი კვირაში 2 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ხოლო ანტალია-თბილისი-ანტალიას მიმართულებაზე ფრენებს, საწყის ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით. მოთხოვნის ზრდის ფონზე, მათ რაოდენობას გაზრდის და კვირაში 7 სიხშირით იფრენს.

რაც შეეხება სტამბოლი(SAW)-თბილისი-სტამბოლის მიმართულებას, ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 17 სიხშირით განახორციელებს.

სტამბოლსა (SAW) და ბათუმს შორის Pegasus Airlines-ი ფრენებს კვირაში 4 სიხშირით, ხოლო სტამბოლსა (SAW) და ქუთაისს შორის 3 სიხშირით შეასრულებს.

წყარო: avianews