2025 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა გადახდის სისტემა PayPal Holdings-მა წმინდა მოგება 24%-ით, ხოლო შემოსავალი 7%-ით გაზარდა, ამასთან ორივე მაჩვენებელი ექსპერტების პროგნოზებზე უკეთესი აღმოჩნდა.

ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა მოგებამ 1.25 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 1.30 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1.01 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ 0.99 აშშ დოლარს აქციაზე შეადგენდა. კორექტირებული მოგება 12%-ით გაიზარდა და აქციაზე 1.34 აშშ დოლარს მიაღწია.

შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 7.85 მილიარდ დოლართან შედარებით 8.42 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე