ტრამპთან პარასკევის საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო, მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის,- ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დრონებთან დაკავშირებით შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის.
"დრონებთან დაკავშირებით, ამერიკულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის საგრძნობლად გაზრდაზე შევთანხმდით. მიმდინარე კვირას შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის. ეს უკრაინას კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს უკვე წელს...
ალბათ [ტრამპთან] ეს საუბარი ყველა დროის საუკეთესო იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემატიკაც განვიხილეთ და მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ Patriot-ებია ბალისტიკისგან დაცვის გასაღები," - განაცხადა ზელენსკიმ.