ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს. ჯგუფიდან მერვედფინალში ორი გუნდი გადის.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. შემდეგ ასევე პასადენაში 20 ივნისს „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სიეტლში „სიეტლ სანდერსს“ შეხვდება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ცნობილია „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადი:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, მატვეი საფონოვი, არნო ტენასი

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი, ლუკა ერნანდესი, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, უილიამ პაჩო, ნოამ კამარა

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, ვიტინია, სენი მაიულუ, ვორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში, გაბრიელ მოსკარდო

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გონსალო რამოში, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ლი კანგ-ინ, ბრედლი ბარკოლა, იბრაჰიმ მბაიე

FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ში 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

პირველი არხი