საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მოახლოებულ ამხანაგურ თამაშებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ისა და მილანის „ინტერის“ ფინალურ მატჩზე, რომელიც 31 მაისს მიუნხენში გაიმართება და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ დავესწრები, რადგან საქართველოს ნაკრების შეკრება იწყება, მაგრამ ვუყურებ და „პარი სენ-ჟერმენს“ ვუგულშემატკივრებ, რადგან ფრანგული გუნდია, თან იქ ხვიჩა თამაშობს და იმედია, ფინალს მოიგებენ. მართალია, ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების გასახდელში ერთადერთი აღარ ვიქნები, ვისაც ჩემპიონთა ლიგა ექნება მოგებული, მაგრამ მაინც კვარას ვგულშემატკივრობ – კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია“, – განაცხადა ვილი სნაიოლმა.

1tv.ge