პანამის უმაღლესმა სასამართლომ პანამის არხის ჩინური კომპანიის მიერ მართვა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ კანონები, რომლებიც კომპანიას პორტების ოპერირების უფლებას აძლევდა, არაკონსტიტუციურია.
CK Hutchison Holding-მა, თავისი შვილობილი კომპანია Panama Ports Company-ის (PPC) მეშვეობით, 1990-იანი წლებიდან პანამას არხში შემავალი ხუთიდან ორ პორტს მართავდა. კომპანია გასულ წელს, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, პორტების მართვის უფლების გაყიდვას აშშ-ს საინვესტიციო ფირმის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფისთვის დათანხმდა.
BBC აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე კონკურენციის და დასავლეთ ნახევარსფეროზე ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების ფონზე, ხუთშაბათს გამოტანილი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ვაშინგტონის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.
პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, ქვეყანაში არსებული პორტები მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებენ.
დანიური საზღვაო გადაზიდვების კომპანიის Maersk-ის შვილობილი კომპანია APM Terminals Panama ჩინური კომპანიის ობიექტების მართვას დროებით გადაიბარებს.
ცნობისთის, ყოველწლიურად დაახლოებით 14 000 გემი იყენებს 82 კილომეტრის სიგრძის პანამის არხს, როგორც ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის მოკლე გზას. არსხი გლობალური საზღვაო ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 5%-ს ემსახურება.