ვიქტორ ორბანი სხვა ქვეყნის ლიდერებს სძულთ, მაგრამ ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანულ ტელევიზია GB News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობს.

„უნგრეთის შემთხვევაში, კაცი სახელად ვიქტორ ორბანი, რომელიც სხვა ლიდერებს სძულთ, შესანიშნავ საქმეს აკეთებს. იცით, რამდენი ადამიანი შეუშვა თავის ქვეყანაში? – ნული. მას არანაირი პრობლემა არ აქვს. მან რამდენიმე უკრაინელი მიიღო, იცით, ომის დროს, მაგრამ, ძირითადად, ნული. მან არავინ შეუშვა“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ კუთხით პოლონეთმაც „შესანიშნავი სამუშაო გასწია“.

„პოლონეთი ბრწყინვალე იყო. ადამიანი, რომელმაც არჩევნები მოიგო, კაროლ ნავროცკი, ფანტასტიკური იყო. გამარჯვებას არ ელოდა, მე მას დავუჭირე მხარი და მან მოიგო არჩევნები. ის შესანიშნავი პრეზიდენტი იქნება. პოლონეთი ხალხს არ იღებს. არიან ქვეყნები, რომლებიც უბრალოდ უარს ამბობენ ამაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.

1tv.ge