ოქროს ფასმა უნციაზე 5000 დოლარს გადააჭარბა, რადგან მყიდველები, რომლებმაც ისარგებლეს ვარდნით, ბაზარზე დაბრუნდნენ ძვირფასი ლითონისთვის განსაკუთრებით არასტაბილური კვირის შემდეგ, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ორშაბათს, აზიაში ვაჭრობაზე ოქროს ფასი 1.7%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ აღდგენაა გასული თვის ბოლოს ისტორიული ვარდნის შემდეგ. ძვირფასმა ლითონმა 29 იანვრიდან მოყოლებული დანაკარგების დაახლოებით ნახევარი აღიდგინა.

ვერცხლის ფასიც გაიზარდა.

„ოქროს 5000 დოლარის ზღურბლზე სტაბილიზაციის უნარი გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა ბაზარი რეაქტიული აღდგენიდან უფრო მდგრად ზრდაზე გადასვლას“, - განაცხადა Pepperstone Group-ის ანალიტიკოსმა აჰმად ასირიმ.

ვრცლად liga.net – ზე