69-ე „ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე გახდა, რომლის წყალობითაც, საფრანგეთი პრიზების რაოდენობით რეკორდსმენია. გთავაზობთ მთავარ ფაქტებს France Football-ის ლეგენდარულ ჯილდოზე.

რეკორდსმენი მესია, კრიშტიანო ახლოსაა

37 ფეხბურთელს აქვს კარიერაში ერთხელ მიღებული „ოქროს ბურთი“. კიდევ 10 ფეხბურთელს მოუგია პრიზი, მინიმუმ, ორჯერ:

ლიონელ მესი – 8

კრიშტიანო რონალდო – 5

მიშელ პლატინი – 3

იოჰან კრუიფი – 3

მარკო ვან ბასტენი – 3

ფრანც ბეკენბაუერი – 2

რონალდო – 2

ალფრედო დი სტეფანო – 2

კევინ კიგანი – 2

კარლ-ჰაინც რუმენიგე – 2

არგენტინა და საფრანგეთი პირველები არიან ჯილდოების რაოდენობით, საფრანგეთი – მოთამაშეების რიცხვით

მესის წყალობით, არგენტინა ლიდერობდა ქვეყნებს შორის „ოქროს ბურთების“ რაოდენობით. ახლა მას გაუთანაბრდა საფრანგეთი:

არგენტინა – 8

საფრანგეთი – 8

გერმანია – 7

ნიდერლანდები – 7

პორტუგალია – 7

ინგლისი (5), იტალია (5) და ესპანეთი (4) TOP-5-ში არ არიან. ინგლისელებს არ მიუღიათ „ოქროს ბურთი“ 2001 წლის (მაიკლ ოუენი) შემდეგ, იტალიელებს – 2006 წლის (ფაბიო კანავარო) შემდეგ, ესპანელებმა კი შარშან (როდრი) დაიბრუნეს ჯილდო 64-წლიანი პაუზის შემდეგ.

დემბელეს წყალობით, საფრანგეთი გახდა ლიდერი ქვეყანა „ოქროს ბურთის“ მქონე ფეხბურთელების რაოდენობით:

საფრანგეთი – 6

გერმანია – 5

იტალია – 5

ბრაზილია – 4

ინგლისი – 4

დემბელეს გარდა, საფრანგეთის სახელით „ოქროს ბურთს“ იგებდნენ რაიმონ კოპა, ჟან-პიერ პაპენი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი და ქარიმ ბენზემა.

გერმანელებს, დიდი ხანია, არ მოუგიათ პრიზი. მათი ხუთეული ასე გამოიყურება: გერდ მიულერი, ფრანც ბეკენბაუერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, მატიას ზამერი, ლოთარ მათეუსი. იტალიის ხუთეულიც უკვე საკმაოდ ძველია: ჯანი რივერა, ომარ სივორი (არგენტინის ნაკრებშიც თამაშობდა, მაგრამ ჯილდო მოიგო, როგორც იტალიელმა), პაოლო როსი, რობერტო ბაჯო და ფაბიო კანავარო.

„ოქროს ბურთის“ მფლობელთა უმრავლესობა „ბარსელონაში“ და „რეალში“ თამაშობდნენ

„ბარსელონასა“ და „რეალის“ ფეხბურთელებს, ჯამში, 27-ჯერ მოუპოვებიათ „ოქროს ბურთი“:

ბარსელონა – 15

რეალი – 12

იუვენტუსი – 9

მილანი – 8

ბაიერნი – 5

დათვლისას იყო რამდენიმე საკამათო შემთხვევა. მაგალითად, ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მიიღო 2021 წლის გვიან შემოდგომაზე – ამ დროისთვის ის „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა, სადაც ზაფხულში გადავიდა „ბარსელონადან“. ფორმალურად, ის პსჟ-ს ფეხბურთელი იყო, მაგრამ „ოქროს ბურთი“ უფრო მეტად დაიმსახურა, როგორც „ბარსელონას“ მოთამაშემ. ასე რომ, თუ ჯილდო ფეხბურთელის მოქმედ კლუბს მიენიჭება, მაშინ „რეალსა“ და „ბარსელონას“ თანაბარი რაოდენობის პრიზები აქვთ – 12.

აი, როგორ გამოიყურება კლუბების სია „ოქროს ბურთის“ მქონე ფეხბურთელების რაოდენობით:

რეალი – 8

ბარსელონა – 8

იუვენტუსი – 7

მილანი – 6

მანჩესტერ იუნ – 4

„რეალში“, მინიმუმ, ერთხელ „ოქროს ბურთი“ მოუპოვებიათ კრიშტიანო რონალდოს, ლუიშ ფიგუს, ფაბიო კანავაროს, რაიმონ კოპას, ქარიმ ბენზემას, ალფრედო დი სტეფანოს, რონალდოსა და ლუკა მოდრიჩს.

„ბარსელონას“ გამორჩეულები არიან: ლიონელ მესი, იოჰან კრუიფი, რივალდო, რონალდო, რონალდინიო, ხრისტო სტოიჩკოვი, ლუიშ ფიგუ და ლუის სუარესი.

და ისევ, თუ ჯილდოს მიღების მომენტში მოთამაშეთა მხოლოდ მიმდინარე კლუბებს გავითვალისწინებთ, „რეალს“ რვა „ოქროს ბურთი“ ექნება, „ბარსელონას“ – ექვსი.

ამ კლუბების წყალობით ესპანეთი ლიდერია, ხოლო ყველა „ოქროს ბურთის“ პრაქტიკულად 2/3 სწორედ ლა ლიგასა და სერია A-ს ფეხბურთელებს აქვთ მოგებული:

ლა ლიგა – 26

სერია A – 20

ბუნდესლიგა – 9

პრემიერლიგა – 7

ლიგა 1 – 4

ნიდერლანდები – 3

69 „ოქროს ბურთიდან“ ევროპელებმა მოიპოვეს 54, სამხრეთამერიკელებმა – 13 და აფრიკელებმა – 1.

რონალდო ყველაზე ახალგაზრდაა, მეტიუზი – ყველაზე ასაკოვანი

ბრაზილიელმა რონალდომ პრიზი 21 წლის ასაკში მოიგო, როცა „ბარსელონადან“ „ინტერში“ გადავიდა:

რონალდო (1997) – 21 წლის

ლიონელ მესი (2009) – 22 წლის

მაიკლ ოუენი (2001) – 22 წლის

ჯორჯ ბესტი (1968) – 22 წლის

ხოლო ასე გამოიყურება ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულების ხუთეული:

სტენლი მეტიუზი (1956) – 41 წლის

ლიონელ მესი (2023) – 36 წლის

ქარიმ ბენზემა (2022) – 35 წლის

ლიონელ მესი (2021) – 34 წლის

ლევ იაშინი (1963) – 34 წლის

„ოქროს ბურთს“ ყველაზე ხშირად ფორვარდები იგებენ, თუმცა ჯილდოს მფლობელი ყველა ამპლუის ფეხბურთელი ყოფილა:

ფორვარდი – 45

ნახევარმცველი – 19

მცველი – 4

მეკარე – 1

1tv.ge