ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI, ჩატბოტ ChatGPT–ს შემქმნელი, კომერციულ სუბიექტად გარდაქმნის გეგმებზე უარს ამბობს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

OpenAI-ის მაკონტროლებელი სტრუქტურა არაკომერციულად დარჩება, ხოლო მისი კომერციული განყოფილება საზოგადოებრივი სარგებლის კორპორაციად (public benefit corporation, PBC) გარდაიქმნება, რომელსაც „მოუწევს როგორც აქციონერების ინტერესების, ასევე მისიის გათვალისწინება“.

ამასთან, OpenAI-ის მისია არ შეიცვლება.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკმა და სხვა ინვესტორებმა შეიტანეს განაცხადი, OpenAI–ს მაკონტროლებელი ორგანიზაციის $97,4 მილიარდად ყიდვაზე, თუმცა OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა. 

მოგვიანებით ილონ მასკის იურისტებმა განაცხადეს, რომ მასკი უკან წაიღებს განაცხადს თუ OpenAI–ს დირექტორთა საბჭო უარს იტყვის მის კომერციულ სტრუქტურად გარდაქმნაზე, – წერდა The Wall Street Journal.

ვრცლად interfax–ზე