ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI, ჩატბოტ ChatGPT-ის შემქმნელი, კომპანია Exafunction Inc.-ის დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად შეძენაზე შეთანხმდა, იტყობინება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
Exafunction არის Windsurf-ის (ყოფილი Codeium) შემქმნელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით პროგრამირების ინსტრუმენტია.
სააგენტოს წყაროების ცნობით, გარიგება ჯერ არ დასრულებულა.