OPEC + ჯგუფის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადების მიხედვით, წარმოების მონიტორინგის კომიტეტმა განიხილა ნედლი ნავთობის მოპოვების მონაცემები 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში და დააფიქსირა, რომ ჯგუფის წევრები წარმოებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს დიდწილად ასრულებდნენ.

აღინიშნა, რომ წარმოების შემცირების პოლიტიკა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს შეესაბამება და ეს პოლიტიკა 3 აპრილს გასამართ შეხვედრამდე გაგრძელდება.

OPEC+-მა 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ შეამცირებს წარმოებას 2 მილიონი ბარელით დღეში. 2023 წლის მაისში გაერთიანებამ წარმოება დამატებით შეამცირა დაახლოებით 1,6 მილიონი ბარელით დღეში. გარდა ამისა, 9 წევრმა ქვეყანამ 2023 წლის ივლისიდან ნავთობის მოპოვების სხვადასხვა ოდენობით ნებაყოფლობითი შემცირება გადაწყვიტა.