OPEC-მა კიდევ ერთხელ შეინარჩუნა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი, 2025 წელს დღეში 1.3 მილიონი ბარელის დონეზე და 2026 წელს დღეში 1.38 მილიონი ბარელის დონეზე, – ნათქვამია ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშში.

მიმდინარე წლის კვარტალების მიხედვით ნავთობზე გლობალური მოთხოვნის შეფასებებმა უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა: ახლა პირველ კვარტალში ის შეფასებულია 104.26 მილიონი ბარელის დონეზე დღეში (წინა შეფასება იყო 104.29 მილიონი ბარელი დღეში), მეორეში - 104.21 მილიონი ბარელი დღეში (ერთი თვით ადრე - 104.15 მილიონი ბარელი დღეში), მესამეში - 105.49 მილიონი ბარელით დღეში (ოქტომბრის შეფასება - 105.52 მილიონი ბარელი დღეში), მეოთხეში - 106.57 მილიონი ბარელით დღეში (შეესაბამება წინა შეფასებას).

ვრცლად interfax – ზე