გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა. როგორც Reuters-ი წერს, გერმანიის მთავრობის მეთაური ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

გერმანიის კანცლერის ვიზიტი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ჩუნცინში დაიწყო. ოლაფ შოლცი პეკინში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან.

ჩინეთში შოლცი ისრაელზე ირანის თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია, დადებითი როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვაში.