ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელმა საპატრულო გემმა დღეს დატოვა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.

პლეტენჩუკის თქმით, საპატრულო გემი ყირიმიდან გავიდა ორი დამხმარე გემის თანხლებით, რომელიც არ არის საბრძოლო გემები.

„მოწინააღმდეგის ტაქტიკა შავ ზღვაში ჯერჯერობით შემოიფარგლება მხოლოდ ბაზებს შორის გადასვლებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა.