ახალ ყოვლისმომცველ კვლევაში, რომელიც მთელი მსოფლიოს ოკეანეებს მოიცავდა, მეცნიერებმა ასეულობით ახალი, გიგანტური ვირუსი აღმოაჩინეს.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც მაიამის უნივერსიტეტის ბიოლოგი ბანჟამინ მინჩი და ვირუსოლოგი მოჰამად მონირუაზამი ხელმძღვანელობდნენ, სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ზღვის წყლის ნიმუშებში გამოავლინა მიკრობების გენომები — მათ შორისაა მეცნირებისთვის აქამდე უცნობი
230 გიგანტური ვირუსი.

ამ ვირუსების გამოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოკეანეში სიცოცხლის შესწავლაში, განსაკუთრებით კი ზღვის ორგანიზმების, სახელად პროტისტების გადარჩენაში — ამ ორგანიზმებში შედიან წყალმცენარეები, ამებები და შოლტიანები.

„ოკეანეში გიგანტური ვირუსების მრავალფეროვნებისა და როლის უკეთესად შესწავლით, ასევე იმის დადგენით, როგორ ურთიერთქმედებენ ისინი წყალმცენარეებთან და ოკეანის სხვა მიკრობებთან, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ და შეიძლება ვმართოთ კიდევაც წყალმცენარეების მავნე აღზევებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, — ამბობს მონირუაზამანი.

ვრცლად პირველ არხზე