მიგრაციამ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალ განვითარებულ ქვეყნებში არნახულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, ამასთან, გაერთიანების წევრ 11 ქვეყანაში ახლად ჩასულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

2023 წელს OECD-ის წევრ ქვეყნებში მუდმივად საცხოვრებლად გადასული ადამიანების საერთო რაოდენობამ 6,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა (აქ არ იგულისხმებიან უკრაინელები, რომლებისთვისაც ომის გამო მოქმედებს სპეციალური მიგრაციის წესები).

მიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.

ევრონიუსი