6-13 ოქტომბრის პერიოდში ყირგიზეთში, ქალაქ ბალიკჩიში მდებარე სამხედრო პოლიგონზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ОДКБ-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები გაიმართება სახელწოდებით „ურღვევი ძმობა 2023“.

ყირგიზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  წვრთნების აქტიური ფაზა 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით , ედელვაისის სასწავლო ცენტრში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის და ტაჯიკეთის სამხედრო ძალები.

სწავლება „ურღვევი ძმობა 2023“ სომხეთში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ОДКБ-აცნობა, შეუსაბამო ვითარების შესახებ და წვრთნები გააუქმა. მიმდინარე წლის თებერვალში ОДКБ -მ გამოაცხადა, რომ წვრთნები გადავიდა ყირგიზეთში. ახლა ცნობილი გახდა, რომ სომხეთი საერთოდ აღარ მონაწილეობს აღნიშნულ წვრთნებში.

ОДКБ  არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე,  განაცხადა რომ ბოლო წლების მოვლენებმა იმ უსაფრთხოების სტრუქტურების „არაეფექტურობა“აჩვენა, რომელშიც შედის სომხეთი.

ფაშინიანმა შეერთებულ შტატებთან ერთად წვრთნების დაწყებამდე სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მოსკოვზე სრული დამოკიდებულება უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული შეცდომა იყო და ახლა ერევანი ცდილობს თავისი პოლიტიკის დივერსიფიკაციას.