გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი ამერიკული Nvidia Corp ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ახალი ადგილობრივი ბაზის, ასევე ხელოვნური ინტელექტის ქარხნის - კომპანიის უახლეს ჩიპებზე დაფუძნებული სუპერ კომპიუტერის აშენებას გეგმავს.

„ჩვენ ვფართოვდებით ტაივანში არსებული ჩვენი ამჟამინდელი ოფისის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იენსენ ჰუანგმა ორშაბათს ტაიბეიში გამართულ კონფერენცია Computex–ზე.

ტაივანის Foxconn-ის ფილიალი, Big Innovation Company, და ტაივანის ხელისუფლება მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობის პროექტში, რომელიც გამოიყენებს Nvidia-ს მიერ შემუშავებულ დაახლოებით 10 ათას ჩიპ Blackwell–ს.

ვრცლად interfax–ზე