ნორვეგიის მთავრობა უკრაინაში ინვესტიციისთვის 23 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს ცნობით, უკრაინის დაფინანსება ნანსენის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

„პირადი კაპიტალის მოზიდვა აუცილებელია რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.

წყარო: ტვ პირველი