2025 წელს ფეხბურთში სანაკრებო მატჩები დასრულდა. ნოემბრის შეხვედრების შემდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა.
ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, შეჯიბრებაში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.
მსოფლიო ჩემპიონატის 42 მონაწილე:
მასპინძლები (3) – აშშ, კანადა, მექსიკა.
აზიის საფეხბურთო კონფედერაციიდან (8) – იაპონია, იორდანია (დებიუტანტი), კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი (დებიუტანტი), ავსტრალია, ირანი.
აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციიდან (9) – ალჟირი, კაბო ვერდე (დებიუტანტი), ეგვიპტე, განა, კოდ დ’ივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი.
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთ კონფედერაციიდან (6) – არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი.
ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციიდან (3) – პანამა, კურასაო (დებიუტანტი), ჰაიტი.
ოკეანეთის საფეხბურთო კონფედერაციიდან (1) – ახალი ზელანდია.
ევროპის საფეხბურთო გაერთიანებიდან (12) – ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, შოტლანდია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია.
ევროპის ზონაში მუნდიალის კიდევ 4 მონაწილე უნდა გაირკვეს. აღნიშნული ადგილებისთვის 16 გუნდი იბრძოლებს – 12 შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მათ ერთა ლიგაზე საუკეთესო შედეგის მქონე 4 ნაკრები დაემატება.
ევროპის ზონის პლეი ოფის მონაწილეები:
ჩეხეთი, ალბანეთი, უელსი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, პოლონეთი, ირლანდია, თურქეთი, უკრაინა, დანია, კოსოვო, სლოვაკეთი, შვედეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია.
დარჩენილი 2 საგზური კი კონფედერაციათა შორის პლეი ოფში გათამაშდება, რომლის მონაწილეებიც არიან:
ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იამაიკა, სურინამი, ბოლივია, ახალი კალედონია.
პლეი ოფების წილისყრა 20 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება.