ნობელის მშვიდობის პრემიას ვენესუელის ტანჯულ ხალხსა და პრეზიდენტ ტრამპს ვუძღვნი - ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა, ვენესუელელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა.
მას ნობელის 2025 წლის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა.
"ყველა ვენესუელელის ბრძოლის ეს აღიარება სტიმულია, რათა შევასრულოთ ჩვენი ამოცანა: მოვიპოვოთ თავისუფლება.
ჩვენ გამარჯვების ზღვარზე ვდგავართ და დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ვამყარებთ იმედს პრეზიდენტ ტრამპზე, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხზე, ლათინური ამერიკის ხალხებსა და მსოფლიოს დემოკრატიულ ერებზე, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის მისაღწევად ჩვენს მთავარ მოკავშირეებზე.
ამ ჯილდოს ვენესუელის ტანჯულ ხალხსა და ჩვენი მიზნისადმი მისი გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტრამპს ვუძღვნი!" - დაწერა ვენესუელის ოპოზიციონერმა ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც გუშინ ნობელის კომიტეტმა მშვიდობის პრემია გადასცა.